Belive

ასე აღნიშნა ზინჩენკომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, კრიშტიანუ რონალდუს კარიერის მე-700 გოლის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატისა და უეფას ერთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ პორტუგალიის ნაკრებს შინ, 2:1 მოუგო და გაისად გასამართი ტურნირის საგზური ჯიბეში ჩაიდო. ევრო 2020-ის საგზურის მოპოვების შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" განაპირა მცველმა ოლექსანდრ ზინჩენკოს, რომელიც ეროვნულ გუნდში ცრუ ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, თანაგუნდელ ანდრეი იარმოლენკოსა და მეგობარ გოგონა ჟურნალისტს ინტერვიუ შეაწყვეტინა და საკუთარი ქვეყნის წარმატება აღნიშნა. "ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვართ",-ყვიროდა ზინჩენკო და საჩემპიონო სიმღერასაც მღეროდა.

აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში "ქალაქელთა" კიდევ ერთი ფლანგის მცველი კაილ ვოკერი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ზინჩენკო ამ მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იყო. "მახსოვს ლუდის პირველად დალევა ზინ",-დაწერა ინგლისელმა ფეხბურთელმა.

სხვა სტატიები