Belive

“ასე არ უნდა წასულიყო” - კროოსმა ოზილი გააკრიტიკა 

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტონი კროოსმა ყოფილი თანაგუნდელი, მესუთ იოზილი იმ განცხადების გამო გააკრიტიკა,  რომელიც ლონდონის არსენალის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ გააკეთა. "როდესაც გუნდი იგებს, გერმანელი ვარ, მარცხისას კი იმიგრანტი ვხდები,"  განაცხადა ოზილმა და გერმანიის საფეხბურთო ასოციაცია თურქული წარმოშობის გამო უპატივცემულობაში დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ არსენალის ფლეიმეიქერმა ილქაი გუინდოგანთან ერთად თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტო გადაიღო, რამაც გერმანელ გულშემატკივრებში აგრესია გამოიწვია.
No description available.
გერმანულ გაზეთ Bild-თან საუბრისას ტონი კროოსი ოზილის საკითხს შეეხო: “მესუთი უკეთეს წასვლას იმსახურებდა, თუმცა ის რაც თქვა, ნორმალური ნამდვილად არ ყოფილა. მის სიტყვებში სიმართლესთან ერთად დიდი რაოდენობით ნონსენსიც მოვისმინეთ. მესუთმა კარგად იცის, რომ ჩეენს გუნდსა და გერმანიის საფეხბურთო ასოციაციაში რასიზმს ადგილი არ აქვს,” აღნიშნა რეალის ნახევარმცველმა.  28 წლის კროოსი, რომელსაც რეალთან ერთად 3 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, გერმანიის ეროვნული ნაკრების დატოვებას არ აპირებს და ევრო 2020-თან დაკავშირებით იმედიან განცხადებას აკეთებს: “ევრო 2020-ზე იმ მიზნით ვითამაშებ, რომ გაცილებით წარმატებულად ვითამაშოთ, ვიდრე უახლოეს წარსულში,” განაცხადა კროოსმა.  

სხვა სტატიები