Belive

"ასე თუ გააგრძელებს ის ოდესღაც ოქროს ბურთს მოიგებს..." - იტალიელი გულშემატკივრების კომენტარები ხვიჩას შესახებ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში, "ნაპოლი" "მონცას" დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა. ,,მონცასთან” მოგებულ მატჩში ხვიჩამ დუბლი გაიფორმა. მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე არაერთმა ცნობილმა პრესამ დაწერა და აღნიშნეს, რომ იგი უკვე გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. საინატერესო და სასიამოვნო კომენტარები დაიწერა ასევე "ნაპოლის" გულშემატკივრებშიც.


"ხვიჩა ერთ დღეს ოქროს ბურთს მოიგებს..." "ჩვენ ამ ბიჭმა თავი ძალიან მალე შეგვაყვარა. ბრავო მას, საოცრად ნიჭიერი და დიდი ტალანტის მქონდე ბიჭია" "კვარა ძალიან მაგარი ბიჭია და არ სჭირდება ჩვენი უაზრო შედარებები. გთხოვთ ნუ შევადარებთ მის წინამორბედს (მარადონას), რადგან ხვიჩას აქვს შესაძლებლობა ყველაზე მაგარი და ისტორიული ფიგურა გახდეს..." "ეს ის დროა, როდესაც უნდა ვაღიარო, რომ ეს ქართველი ბიჭი საოცრად მაგარია. 2 მატჩში 3 გოლი და სამივე ულამაზესი, ეს უკვე ბევრ რამეს ამბობს..." - "მონცას" გულშემატკივარი "კვარას შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე მისი გვარის წარმოთქმა" "3 გოლი გაიტანა, აქედან 2 სხვადასხვა ფეხით და ერთი თავით, ის ნამდვილი ფენომენია" "ის თამაშის სტილით ძალიან გავს კაკას, მგონია რომ თუ ასეთ პროგრესს გააგრძელებს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კაკაზე უკეთესი იყოს" "იმედია ის ჩვენს კლუბში კარიერის ბოლომდე ითამაშებს, თორემ როდესაც გავიგებ, რომ მან "ნაპოლი" დატოვა, შეიძლება გულის შეტევა მივიღო. 2 თამაშში შემიყვარდა ეს ქართველი ტალანტი, ყოჩაღ ხვიჩა". "ქართველებო, დიდი მადლობა რომ ასეთი ფეხბურთელი გაგვიზარდეთ. წარმოდგენაც არ მინდა, ახლა როგორი ბედნიერები ხართ, გიერთდებით ბედნიერებაში, რადგან ეს ბიჭი ჩვენც არანაკლებ ბედნიერს გვხდის".
კვარაცხელიამ გოლის გატანა სერია ა-ს პირველ ტურშიც შეძლო. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევის ანგარიშზე 2 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები