Belive

ასენსიომ ბეილის 11-ნომრიანი მაისური მოირგო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ბეილის "მადრიდის რეალიდან" წასვლა "ტოტენჰემში" ოფიციალურად არ გამოცხადებულა, უელსელის ნომერი უკვე გაყიდულია. "მადრიდის რეალს" ორი ვარიანტი ჰქონდა, თუ ვისთვის მიეცა 11-ნომრიანი მაისური: მარკო ასენსიო და ვინისიუსი. როგორც ჩანს, ბეილის ნომერი პირველ მათგანს ერგება. ასენსიომ ეს ამბავი სოციალურ ქსელში დაადასტურა და იმ მაისურს ჩაიცვამს, რომელსაც სახელი პაკო ხენტომ გაუთქვა, ერთადერთმა მოთამაშემ ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც ექვსი ევროპული თასი აქვს მოგებული. საბოლოო ჯამში, ასენსიო ტოვებს საკუთარ 20-ნომრიან მაისურს, რომლიც მას თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში ეცვა "რეალში", პირველ გუნდში დაწინაურებიდან "ლოს ბლანკოსში" მნიშვნელოვან გოლებამდე, იმ გოლის ჩათვლით, რომელიც მან კარდიფის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა. ლა ლიგის ვებგვერდი გვამცნობს, რომ ასენსიოს ნომრის ცვლილება არ არის "რეალში" ერთადერთი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 20-ნომრიან მაისურს ვინისიუსი მოირგებს.

სხვა სტატიები