‘ასეთი თამაშით, უმჯობესია თბილისში საერთოდ არ გაფრინდეთ’ – როგორ გამოეხმაურა ბელარუსული პრესა ნაკრების მარცხს 

‘ასეთი თამაშით, უმჯობესია თბილისში საერთოდ არ გაფრინდეთ‘ – როგორ გამოეხმაურა ბელარუსული პრესა ნაკრების მარცხს ​ბელარუსულ ფეხბურთს, ისევე, როგორც მთლიანად სახელმწიფოს კარგი დო ნამდვილად არ უდგას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “დიონამო ბრესტმა” ჩემპიონთა ლიგაში 2 სავლაიფიკაციო ეტაპი წარმატებულად გადალახა და “ასტანა” და “სარაევო” გათამაშებიდან გამოთიშა, ეროვნულ გუნდში არაერთი პრობლემაა. ქვეყნის მთავარმა საფეხბურთო გუნდმა ერთა ლიგის C დივიზიონი ალბანეთთან, საშინაო კედლებში, უშანსო (0:2) მარცხით დაიწყო.

შეხვედრას ბელარუსულ პრესაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ჩვენი კოლეგები ჩრდილოდასავლეთიდან წერდნენ, რომ ასეთი თამაშით, უკეთესი იქნება თუ ოქტომბერში, საქართველოს ნაკრებთან გასამართ ისტორიულ მატჩში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებენ.

ეს ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული გუნდის ყველაზე ცუდი თამაში იყო. ვაი, რომ ასეა, ალბანელებმა უშანსოდ მოგვიგეს. ჩვენი ერთადერთი კოზირი ფიზ-მომზადებაა, რაც კარგად გამოჩნდა ჩემპიონთა ლიგაში, როდესაც “ბრესტმა” “ასტანა” გაანადგურა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ ევროპის ლიგაში, სადაც სოლიგორსკის “შახტიორი” და მინსკის “დინამო” პირველ რაუნდში სამარცხვინოდ დამარცხდნენ. 

ამაზე ცუდი თამაში უბრალოდ არ არსებობს. სათამაშო სქემამ არ იმუშავა. ჩვენი გუნდი ყველა მხრივ ცუდი იყო. თუ მატჩი ნახეთ, განაწყენებულები იქნებით, ხოლო თუ არ გინახავთ, სჯობს არც უყუროთ. 

სხვა გზა არ არის: უნდა გვჯეროდეს, რომ შეცდომებზე მუშაობას და გამოსწორებას მოვახერხებთ. ყაზახეთთან სხვა მატჩი უნდა ვიხილოთ. 

და ყველაზე მნიშვნელოვანი: თუ ასე თამაშს აპირებთ, უმჯობესია თბილისში საერთოდ არ გაფრინდეთ“, – წერს ბელარუსული pressball-ი.

უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალური შეხვედრა 8 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება.

(4621)

‘ასეთი თამაშით, უმჯობესია თბილისში საერთოდ არ გაფრინდეთ’ – როგორ გამოეხმაურა ბელარუსული პრესა ნაკრების მარცხს 

სტატიის ავტორი
-