Belive

აშშ-ში რომეო ბექჰემის დებიუტი შედგა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სოციალურ ქსელებში დევიდ ბექჰემის შვილის - რომეოს სადებიუტო მატჩის ამსახველი კადრები გავრცელდა. 19 წლის რომეო ბექჰემის პროფესიონალური დებიუტი აშშ-ის ჩემპიონატში, "ფორტ ლოდერდეილის" რიგებში შედგა. 19-წლის რომეო ბექჰემის დებიუტი შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი გამოდგა. "ფორტ ლოდერდეილი" უპირატესად საპირისპირო ფლანგს ტვირთავდა, და მარცხენა ფლანგი, რომელზეც რომეო ირჯებოდა პრაქტიკულად უყურადღებოდ რჩებოდა. რომეო ბურთს მხოლოდ 19-ჯერ შეეხო და მატჩში თავის გამოჩენა ვერაფრით შეძლო.

სხვა სტატიები