Belive

"ასპარეზს ახალგაზრდებს ვუთმობ," - ფრუიძის პირველი კომენტარი ჩიხურას დატოვების შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სოსო ფრუიძის 12-წლიანი სამწვრთნელო კარიერა "ჩიხურაში" დასრულდა. 62 წლის ქართველი სპეციალისტი წლების განმავლობაში საჩხერულ კლუბთან ერთად გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს ანიჭებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფრუიძის გაწვრთნილი "ჩიხურა" წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდი იყო საქართველოში. საჩხერლებმა 2013 წელს ქვეყნის სუპერთასი, 2017 წელს კი დავით ყიფიანის თასი მოიგეს. ამავდროულად, კლუბი შესანიშნავად წარმოადგენდა საქართველოს ევროტურნირებზე. სოსო ფრუიძემ "ჩიხურას" დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა: "საჩხერის ჩიხურაში გავატარე ძალიან შინაარსიანი და საინტერესო 12 წელი, ჩვენ ერთად შევძელით უამრავი სიხარული და წარმატება მოგვეტანა საჩხერისათვის, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მწვრთნელს, სამედიცინო შტაბს, კლუბის პერსონალს, ჩიხურას გულშემატკივარს, განსაკუთრებული მადლობა - კლუბის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისათვის და ყველას ვისთან ერთადაც მომიწია ამ ხნის განმავლობაში მუშაობა. ამ ეტაპზე ვაპირებ გარკვეული დრო დავისვენო და ასპარეზი დავუთმო ადგილობრივ ძალიან ნიჭიერ მწვრთნელთა შემადგენლობას! წარმატებები საჩხერის ,,ჩიხურას“!

სხვა სტატიები