Belive

ასტონ ვილა - ფულემის შეხვედრაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩში, სადაც "ასტონ ვილა" და "ფულემის" მატჩში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა. ორივე გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი პრემიერლიგის პირველი მატჩის, 1992 წლის 15 აგვისტოს, შემდეგ დაიბადა. მსგავსი ფაქტი პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა. საბოლოოდ მატჩი "ასტონ ვილას" გამარჯვებით 3:1 დასრულდა. 78 წუთამდე "ფულემი" მინიმალური ანგარიშით იგებდა, ხოლო 78 წუთის შემდეგ კი მასპინძლებმა სამი გოლის გატანა შეძლეს. "ასტონ ვილა" მე-9 ადგილზე 44 ქულით არის, ფულემი კი 26 ქულით გასავარდნ ზონაში (მე-18 ადგილზე) იმყოფება.

სხვა სტატიები