Belive

ასტონ ვილასა და ფულემის მატჩში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის 30-ე ტურში ,,ასტონ ვილამ'' ,,ფულემს'' უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა - ორივე გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი პრემიერლიგის პირველი მატჩის, 1992 წლის 15 აგვისტოს, შემდეგ დაიბადა. მსგასი რამ ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა.



1992 წლამდე ინგლისის პრემიერლიგას ,,პირველი დივიზიონი'' ერქვა. პრემიერლიგის 30 ტურის შემდეგ, ,,ასტონ ვილა'' 44 ქულით ცხრილის მე-9 პოზიციაზეა, ,,ფულემი'' კი 26 ქულით მე-18 ადგილს იკავებს.  

სხვა სტატიები