Belive

ატალანტა სერია ა-ს რეკორდსმენია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის "სერია ა"-ს 30-ე ტურში, ბერგამოს "ატალანტამ" ტურნირის რეკორდი მოხსნა. გუნდმა საკუთარ მოედანზე "ბოლონია" 4:1 გაანადგურა. რეკორდი კი მდგომარეობს იმაში, რომ ოთხივე ბურთი მასპინძლებმა პირველ 15 წუთში გაიტანეს. ანგარიში მე-3 წუთზე ილიჩიჩმა გახსნა. მე-5-ზე მან დუბლი გაიფორმა. ზუსტად 4 წუთში ჰატებურმა მესამედ აიღო "ბოლონიას" კარი, ხოლო კრისტიან ზაპატამ მე-15-ზე სხვაობა გამანადგურებელი გახადა. "ატალანტამ" 87 წლიანი რეკორდი დაამხო. ბოლოს "სერია ა"-ს კალენდარული მატჩის საწყის 15 წუთში 4 ბურთი ტურინის "იუვენტუსს" ჰქონდა გატანილი. 1932 წელს "ბებერმა ქალბატონმა "რომას" კარში გაიტანა და ის მატჩი 7:1 მოიგო. "ატალანტა" ამ გამარჯვებით მე-5 ადგილზე გადავიდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ "მილანს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები