Belive

ატალანტამ სერია ა-ში პირადი საკლუბო რეკორდი დაამყარა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერია ა-ს 35-ე ტურის შეხვედრაში "ატალანტა" ბოლონიას" დაუპირისპირდა. ბერგამოში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი ლუის მურიელი გახდა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ბერგამოული კლუბისათვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და ისტორიული 3-ქულის მოპოვებაში შეიტანა წვლილი. "ბოლონიას" დამარცხების შემდეგ, სერია ა-ს დასრულებამდე 3-ტურით ადრე "ატალანტამ" 74 ქულა დააგროვა, რაც სერია ა-ში ბერგამოელთა პირადი საკლუბო რეკორდია. დღემდე, სერია ა-ს ისტორიის მანძილზე, "ატალანტას" 74 ქულა არასდროს დაუგროვებია. მიმდინარე სეზონში "ატალანტა" ბრწყინვალედ ასპარეზობს - ბერგამოელებმა რეკორდი დამსახურებულად დაამყარეს და უკანასკნელ 3-ტურში, "მილანის", "პარმასა" და "ინტერის" წინააღმდეგ დამატებითი მოტივაცია შეიძინეს.
‪7️⃣4️⃣ 🔥📈‬ ‪Su le mani per il nostro nuovo record di punti in una stagione di Lega Serie A! 🙌🤩‬ ‪We set our new record... Posted by Atalanta Bergamasca Calcio on Tuesday, July 21, 2020

სხვა სტატიები