Belive

ატალანტას 19 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს იტალიიდან ტრაგიკული ინფორმაცია გავრცელდა - "ატალანტას" 19 წლის ფეხბურთელი ანდრეა რინალდი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ნახევარმცველი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პაუზის გამო სახლში ვარჯიშობდა, რა დროსაც ტვინის ანევრიზმა დაემართა. 3 დღიანი ბრძოლის შემდეგ რინალდიმ სიცოცხლე დაასრულა. ანდრეა "ატალანტას" სერია D-ის კლუბ "ლეგნანოში" იყო განათხოვრებული. ის ქალაქ ვარესეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სხვა სტატიები