Belive

ატალანტას სიურპრიზი - მეცხრე იტალიიდან 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო სეზონის ჩამტარებელმა "ატალანტამ" კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავზა. საწყის სამ შეხვედრაში მოუგებლობის შემდეგ, ჯგუფური ეტაპის მეორე ნახევარში, ბერგამოელებმა 7 ქულა აიღეს და საკმაოდ დაძაბული ჯგუფიდან გააღწიეს. საინტერესოა, რომ "ატალანტა" მეცხრე იტალიური კლუბი გახდა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპი დაძლია. აქამდე ეს "მილანმა", "ინტერმა", "იუვენტუსმა", "ფიორენტინამ", "ლაციომ", "რომამ", "სამპდორიამ" და "ნაპოლიმ" შეძლეს. ამჟამად, ევროპის საუკეთესო 16 კლუბს შორის სამი იტალიური იმყოფება: "ატალანტა", "ნაპოლი" და "იუვენტუსი".  

სხვა სტატიები