Belive

აჭარის თასი 2019, დღე პირველი: ოთხივე ქართულმა კლუბმა ქულა მოიპოვა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვიდრე ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირისპირება დაიწყება, ბათუმში, "ანგისის საწვრთნელ ბაზაზე" ახალგაზრდული ტურნირი - აჭარის თასი 2019 მიმდინარეობს. გათამაშებაში, რომელსაც აჭარის ფეხბურთის ფედერაცია სფფ-ს დახმარებით მართავს, 4 ქართული და ამდენივე უცხოური კლუბი მონაწილეობს. ორი "დინამოს" - თბილისის და ბათუმის, "საბურთალოს" და სფფ-ს აკადემიების გარდა, ტურნირზე ესპანური "ვალენსიას" გერმანული "ბაბელსბერგ 03-ის", ჰოლანდიური "პსვ ეინდჰოვენის" და "ესპანეთის საფეხბურთო სკოლის" 14-წლამდე გუნდები გამოდიან. ტურნირი "ვალენსიას" შეხვედრამ გახსნა, რომელმაც გერმანელები - 8:0 გაანადგურა, დიდი ანგარიშით მოიგო "პსვ-მაც", რომელმაც "ესპანეთის საფეხბურთო სკოლას" 4 უპასუხო გოლი გაუტანა. მეორე ნაწილი ქართული კლუბების ურთიერთშეხვედრებს დაეთმო და ორივე მატჩი მეგობრული ანგარიშით დასრულდა - ფრე (1:1) ჯერ "საბურთალომ" და ბათუმის "დინამომ", მერე კი თბილისის "დინამომ" და სფფ-მ ითამაშეს (0:0). ამრიგად, ოთხივე ქართულ კლუბს თითო-თითო ქულა აქვს, "ვალენსიას" და "პსვ-ს" 3-3, ხოლო"ბაბელსბერგი" და "ესპანეთის საფეხბურთო სკოლა" ჯერჯერობით უქულოდ არიან. ტურნირის მეორე სათამაშო დღის განრიგი ასეთია:
71680790_137414174271749_2513519757605470208_o
 

სხვა სტატიები