Belive

"ათენში გამარჯვება რთულია" - ნიკო კოვაჩმა "აეკთან" მატჩი შეაფასა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, "აეკთან" მოგებული მატჩი (0:2) შეაფასა. "ძალიან კარგად ვითამაშეთ, მატჩს ჩვენ ვაკონტროლებდით. ათენში თამაში მარტივი არაა, აქ 4 და 5 გოლის გატანა ძალიან რთულია. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტის რეალიზება ვერ მოვახერხეთ, თუმცა საბოლოო ჯამში მიზანს მივაღწიეთ. რთული იყო ათენელების კომპაქტური დაცვის დარღვევა, თუმცა ასეთ შემთხვევებში მუდმივად თავისუფალ ზონებს ვეძებთ, რაც ეფექტურად მოვახერხეთ", - განაცხადა ხორვატმა მწვრთნელმა. მატჩთან დაკავშირებით კომენტარი არიან რობენმაც გააკეთა: პირველ ტაიმში ბოლო პასის გაკეთება გვიჭირდა. კოვაჩმა შესვენებისას გვითხრა, რომ ჩვენ ბერძნების დაღლა შეგვეძლო და მისი სიტყვები გამართლდა", - აღნიშნა ჰოლანდიელმა.  

სხვა სტატიები