Belive

ათიდან ცხრა ევროპის ჩემპიონი შემდეგ გათამაშებაშიც ითამაშებს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასასრულს უახლოვდება. უკვე ცნობილია 19 ნაკრები, რომელიც მოახლოებულ ტურნირზე ითამაშებს, პირდაპირი გზით გასათამაშებელი კი ერთადერთი საგზური რჩება. საინტერესოა, რომ საბერძნეთი, ერთადერთია იმ 10 ევროპის ჩემპიონიდან, რომელმაც 2020 წელს გასამართ ტურნირზე მოხვედრა ვერ მოახერხა. ფინალური ეტაპის საგზური უკვე გაინაღდეს: ესპანეთმა, იტალიამ, ჩეხეთმა (ჩემპიონი ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობიდან), საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, რუსეთმა (ჩემპიონი სსრკ-ს შემადგენლობიდან) დანიამ და პორტუგალიამ.  

სხვა სტატიები