Belive

ათოსანი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონი გვიან დაიწყო. ტრავმის გამო, "ბარსელონას" კაპიტანმა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, თუმცა ახლა სრულყოფილ ფორმაში ჩადგა და გულშემატკივრების გაოცებასაც აგრძელებს. არგენტინელმა ჯადოქარმა ესპანეთის ჩემპიონატის მეათე ტურში, ვალიადოლიდთან (5:1) დუბლი შეასრულა და 2 საგოლე პასიც გააკეთა. ამასთან, 5 ოქროს ბურთის მფლობელმა ფეხბურთელმა კარერაში 50-ე საჯარიმო დარტყმა გაიტანა.

ეს გამორჩეული წარმოადგენა სტატისტიკის მწარმოებელმა პრესტიჟულმა გამოცემა Whoscored.com-მა ლეოს 10-დან 10 ქულით შეუფასა. 32 წლის სუპერვარსკვლავი მიმდინარე გათამაშებაში ლა ლიგის პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც მაქსიმალურ შეფასებას უწია. საინტერესოა, რომ მესის ბოლო 10 სეზონში 10-იანი მეასედ დაუწერეს. გარდა ამისა, მესი ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც France Football-ის 10/10 კარიერაში ორჯერ დაიმსახურა.

სხვა სტატიები