Belive

ათწლეულის 22 ყველაზე მოულოდნელი ფაქტი ფეხბურთში 

4 წლის წინ ფეხბურთი
11 წთ
2009 წელი. ბარაკ ობამა ამერიკის 44-ე პრეზიდენტად აირჩიეს, ბიტკოინი შეიქმნა, უსეინ ბოლტმა კი 100-მეტრიანი დისტანცია 9.58 წამში დაფარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ისევე, როგორც პოლიტიკაში, კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, 10 წლის წინ მსოფლიო ფეხბურთშიც განსხვავებული მდგომარეობა იყო: კრიშტიანუ რონალდუ მასში მადრიდის "რეალის" მიერ გადახდილი 80 მილიონით ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა; "მანჩესტერ იუნაიტედი" საფეხბურთო ამინდის ერთ-ერთი შემქმნელი იყო, პეპ გვარდიოლას საფეხბურთო ფილოსოფია მსოფლიოს იპყრობდა, დედამიწა კი ისეთი ფეხბურთელების გარშემო ბრუნავდა, როგორებიც ჩავი, კაკა, სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი, დიდიე დროგბა, ტიერი ანრი და და სხვები არიან. 10 წლის წინ, ალბათ ლესტერშირში მცხოვრები ფეხბურთის ერთგული და ზედმეტად ოპტიმისტი მცირერიცხვოვანი ქომაგის გარდა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩემპიონშიფში იმ სეზონში დაწინაურებული გუნდი სულ მალე პრემიერლიგას მოიგებდა. ან ვინ იფიქრებდა, რომ "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი "ოქროს ბურთის" გამარჯვებული გახდებოდა. მოდით, ფეხბურთში, ბოლო 10 წლის 22 ყველაზე მოულოდნელ ფაქტს გადავხედოთ. 22. "მანჩესტერ იუნაიტედი" საშინელ ფორმაშია სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედმა 2009 წელს, პრემიერლიგა მეთვრამეტედ მოიგო. ისინი ჯერ კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყვნენ ევროპაში, გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და სუპერვარსკვლავებით გამოჭედილი შემადგენლობა ჰყავდათ. მაშინ შეუძლებელი იყო გეფიქრათ, რომ "წითელი ეშმაკები" 6 წლის განმავლობაში პრემიერლიგის ტიტულის გარეშე იქნებოდნენ და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა სანატრელი ექნებოდათ.
ole gunnar solskjaer-ის სურათის შედეგი"
21. "ჩელსიმ" პრემიერლიგაში მეათე ადგილი დაიკავა ბოლო წლების ერთ-ერთი უტიტულოვანესი ინგლისური კლუბისთვის 2003-009 წლებში, პრემიერლიგაში ყველაზე ცუდი შედეგი მესამე ადგილი იყო. თუმცა, 2015/16 წლების სეზონში, "არისტოკრატებმა" გათამაშებაში მეათე პოზიცია დაიკავეს, მაგრამ წინა და შემდეგ წლებში მოგებული პრემიერლიგის მოგების გამო, გულშემატკივარმა "ლურჯებს" ჩავარდნა აპატია.
chelsea 2015/16-ის სურათის შედეგი"
20. "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგა 8 წელიწადში ოთხჯერ მოიგო მიუხედავად "ქალაქელებში" ჩადებული უდიდესი ფინანსური ინვესტიციისა, "მანჩესტერ სიტის" მსგავს დომინირებას ბევრი ვერ წარმოიდგენდა. 2009 წელს, "სიტი" იყო გუნდი, რომელიც ნელ-ნელა უმატებდა და სეზონი პირველ ათეულში დაასრულა, რაც იმ დროისთვის დადებით შედეგად შეფასდა. მალე კლუბმა მარკ ჰიუზი გაათავისუფლა და მოიყვანა მწვრთნელები, რომლებმაც გუნდს არაერთი ტიტულისკენ გზა გაუხსნეს.
manchester city premier league champions-ის სურათის შედეგი"
19. ვუვლზი ევროპის ლიგაში მოხვდა  "მგლები" პრემიერლიგაში 2009 წელს დაწინაურდნენ, მაგრამ ელიტას მალევე დაემშვიდობნენ. ჩავარდნის შემდეგ, გუნდი ლიგა 1-ში აღმოჩნდა, საიდანაც მალე მოუმატა, უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის კარიც შეაღო და მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფშიც ისტორიაში პირველად გამოდის.
wolwerhampton european league-ის სურათის შედეგი"
18.  პორტსმუთი ლიგა 2-ში დაქვეითდა გუნდი, რომელიც გრანდებთან ჭიდილით და ერთი თავით მაღლა მდგომი გუნდების გამწარებით ყოველთვის გამოირჩეოდა, დღეს ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს. "პორტსმუთის" დაღმასვლა 2009 წელს დაიწყო, მაშინ გუნდში ისეთი ფეხბურთელები ირიცხებოდნენ, როგორებიც გლენ ჯონსონი, პიტერ კრაუჩი, ნიკო კრანჩარი და სხვები იყვნენ, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ლიდერებმა კლუბი მალე დატოვეს და სამხრეთელებიც ფსკერისკენ ჩაეშვნენ.
portsmouth fc-ის სურათის შედეგი"
17. ჯანლუიჯი ბუფონი ისევ თამაშობს ლეგენდარული იტალიელი მეკარე ახლა 41 წლისაა. 2009-ში ალბათ ბევრი ფიქრობდა, რომ ჯიჯი კარიერას რამდენიმე სეზონის შემდეგ დაასრულებდა, თუმცა ის დღესაც "იუვენტუსის" კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და ხელთათმანების გახდას კიდევ კარგა ხანს არ აპირებს.
gianluigi buffon-ის სურათის შედეგი"
16. საფეხბურთო კლუბმა ფეხბურთელი 200 მილიონზე მეტად შეიძინა  კრიშტიანუ რონალდუს "სამეფო კლუბში" 80 მილიონის სანაცვლოდ გადასვლა იმ დროისთვის შოკისმომგვრელი ტრანსფერი იყო. 2017 წელს, "პსჟ-მ" "ბარსელონადან" 222 მილიონ ევროდ ნეიმარი შეიძინა. საინტერესოა რა იქნება სარეკორდო თანხა 2029 წელს - 500 მილიონი?
neymar psg transfer-ის სურათის შედეგი"
15. ჯორდან ჰენდერსონმა ჩემპიონთა ლიგის თასი ასწია "მინდა 30 წლის ასაკამდე "სანდერლენდთან" ერთად ინგლისის ასოციაციის თასი მოვიგო. უკვე ბევრს მივაღწიე: "აიაქსთან" ვითამაშე და "ლივერპულის" წინააღმდეგ წინა სეზონში სათადარიგოთა სკამზე ვიყავი", - ეს სიტყვები ინგლისელმა ნახევარმცველმა 10 წლის წინანდელ ინტერვიუში თქვა, სადაც ფავორიტ ფეხბურთელად "სანდერლენდის" კარლოს ედვარდსი დაასახელა. დღეს ის 29 წლისაა და ასოციაციის თასის ნაცვლად "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა, ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში და პრემიერლიგის ტიტულთანაც ძალიან ახლოსაა.
jordan henderson ucl-ის სურათის შედეგი"
14. უეინ რუნი ჩემპიონშიფში გადადის  2009 წელს, მაშინ როცა "დერბი ქაუნთი" ჩემპიონშიფში გავარდა, უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობდა... მომავალი წლიდან "წითელი ეშმაკების" და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი "დერბის" მოთამაშე-მწვრთნელი გახდება.
wayne rooney derby county-ის სურათის შედეგი"
13. რაფაელ ბენიტესი "ნიუკასლის" მწვრთნელი გახდა ადამიანი, რომელმაც "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა ამ ტურნირის ფინალში კიდევ ერთხელ ითამაშა, პრემიერლიგაში გუნდი მეორე ადგილზე გაიყვანა, და "ასევე" "ინტერს", "ვალენსიას", "ნაპოლისა" და მადრიდის "რეალს" უთავკაცა, დაქვეითებისკენ მიმავალი "ნიუკასლის" დამრიგებელი გახდა. ბენიტესმა "კაჭკაჭები" ელიტაში დააბრუნა და გეზი აზიისკენ აიღო.
rafael benitez newcastle-ის სურათის შედეგი"
12. დიეგო სიმეონეს მადრიდული ეპოქა 2009 წელს მადრიდის "ატლეტიკოს" ისეთი ფეხბურთელები ჰყავდა, როგორებიც დავიდ დე ხეა, სერხიო აგუერო, დიეგო ფორლანი და სხვები არიან. მათ მალე ახალი მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ჩაუდგათ სათავეში, ვინც საშუალო დონის ესპანური კლუბისგან ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ჩამოაყალიბა. არგენტინელმა კლუბში ფეხი მალე მოიკიდა და "ბარსელონასა" და "რეალის" ჩრდილქვეშ მყოფმა "როხიბლანკომ" "ჩოლოსთან" ერთად, ტიტულების მოგება დაიწყო. ლა ლიგა, სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი 2-2 ევროპის ლიგა და ევროპის სუპერთასი. 2015 წელს სიმეონე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, მისმა გუნდმა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ითამაშა.
diego simeone win la liga-ის სურათის შედეგი"
11. ალჟირმა აფრიკის ეროვნებათა თასი მოიგო 2006, 2008 და 2012 წლებში ალჟირმა ტურნირზე მოხვედრა ვერ მოახერხა, თუმცა წელს, პრემიერლიგის ორგზის გამარჯვებულ რიად მაჰრეზისთან ერთად ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
algeria africa cup of nations-ის სურათის შედეგი"
10. "უიგანმა" ასოციაციის თასი მოიგო  გუნდი, რომელიც 2009 წელს "ტოტენჰემთან" - 1:9 განადგურდა, პრემიერლიგაში კი 6 წელია არ ყოფილა, 2013-ში ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული გახდა.
No description available.
9. ბორნმუთი პრემიერლიგაში აღზევდა  "ალუბლებს" 21-ე საუკუნის სტარტზე ჩემპიონშიფის საგზურიც სანატრელი ჰქონდათ, 2015 წელს კი პრემიერლიგის კარი ისტორიაში პირველად შეაღეს. მას მერე გუნდი განსაკუთრებული სტაბილურობით გამოირჩევა და ედი ჰაუსთან ერთად ელიტაში მიჯრით მეხუთე სეზონს ატარებს. ეს შესანიშნავი მოგზაურობაა.
No description available.
8. გარეთ ბეილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა  2007 წელს ბეილი "ბირმინგემში" 3 მილიონად გადასვლასთან ახლოს იყო, მაშინ ის ჯერ კიდევ "საუტჰემპტონის" 20 წლის მარცხენა მცველი იყო. შეტევაში მისმა გადანაცვლებამ, უელსელის ნამდვილი ნიჭი ცხადყო, რასაც ფლორენტინო პერესის ინტერესი და 100-მილიონიანი ტრანსფერი მოჰყვა.
gareth bale transfer ral madri-ის სურათის შედეგი"
7. ხორვატია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა  2009 წლის 9 სექტემბერს, ხორვატია "უემბლიზე" ინგლისის ნაკრებთან 1:5 განადგურდა და მუნდიალზე მოხვედრის ოცნებებსაც იგივე ბედი ეწიათ. ოთხმილიონნახევრიანი ქვეყანა შარშან, რუსულ მუნდიალზე ფინალში გავიდა და ევროპის ვიცე-ჩემპიონ საფრანგეთთან დამარცხდა.
croatia world cup 2018 final-ის სურათის შედეგი"
6. ლუკა მოდრიჩმა ოქროს ბურთი მოიგო 2009 წელს, მოდრიჩმა "ტოტენჰემში" პირველი და ძალზედ რთული სეზონი ჩაატარა, რის მერეც, ინგლისურმა მედიამ მისი ფიზიკური შესაძლებლობები დაიწუნა და პრემიერლიგაში ადგილის ღირსად არ მიიჩნია. შარშან, მოდრიჩმა მსოფლიოს ორ საუკეთესო ფეხბურთელს შორის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლა დაასრულა და მუნდიალის ვერცხლის მედლისა და ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ხელი ოქროს ბურთით დაიმშვენა.
No description available.
5. მონპელიე საფრანგეთის ჩემპიონი გახდა ლიგა 1-ში სულ რაღაც 3 წლით ადრე დაწინაურებულმა კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მთელი მსოფლიო გააოცა. თითქმის სრულად ფრანგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "მონპელიეს" მაშინ მომავალი მსოფლიო ჩემპიონი ოლივიე ჟირუ ლიდერობდა.
montpellier win liga 1-ის სურათის შედეგი"
4. ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა  2008/09 წლების სეზონი "დეზებმა" პრემიერლიგა მერვე ადგილზე და ჩემპიონ "მანჩესტერ იუნაიტედთან" 39-ქულიანი განსხვავებით დაასრულეს. რამდენიმე წელიწადში, გუნდში არგენტინელი მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო მივიდა, რომლის ხელშიც გუნდმა ოთხეულში სტაბილურად მოხვედრა დაიწყო, რამდენიმე თვის წინ კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.
No description available.
3. ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა 2009 წელს ჰარი კეინი "ტოტენჰემის" აკადემიის 16 წლის წევრი იყო. ის არაერთხელ გაანათხოვრეს და გუნდის სრულფასოვან წევრობამდე ხანგრძლივი გზა გაიარა. დღეს კეინი პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე-13 და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. რუსულ მუნდიალზე მეტოქის კარის 6-ჯერ აღების შემდეგ, კეინი მუნდიალის "ოქროს ბუცის" გამარჯვებული გახდა.
No description available.
2. ისლანდიის აღზევება 360 000-იანი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებმა, ისტორიაში პირველად ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალური ეტაპების საგზური მოიპოვა. კონტინენტის პირველობაზე მათ ჯგუფიდან გააღწიეს და მერვედფინალში ინგლისის ნაკრებსაც მოუგეს.
iceland beat england-ის სურათის შედეგი"
1. ლესტერმა პრემიერლიგა მოიგო  2016 წელს, მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გახდა. მაშინ, როცა "დიდი ექვსეულის" გუნდებს მძიმე პერიოდი ედგათ, ფავორიტები მთავარ მწვრთნელებს იცვლიდნენ და ცხოვრებაში ახალ ეტაპზე გადადიოდნენ, კლაუდიო რანიერიმ და ბიჭებმა მომენტი ისარგებლეს და მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცეს. ჯეიმი ვარდის, რიად მაჰრეზის, ნგოლო კანტეს, შინჯი ოკაზაკის, კასპერ შმეიხელის მორგანის, კინგის, დრინკვოტერის და სხვებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა ორი სეზონით ადრე ჩემპიონშიფში გამომსვლელ "ლესტერს" პრემიერლიგა მოაგებინეს. მანამდე, "მელიებს", რომელთა საჩემპიონო შანსებსაც სეზონის წინ ბუქმექიერები 5000 კოეფიციენტით აფასებდნენ, პრემიერლიგაში 10 წელი არ ეთამაშათ. ჯეიმი ვარდის და "ლესტერის" ზღაპარი ფეხბურთის გულშემატკივარს ათეულობით წელიწადი კარგად ემახსოვრება.
No description available.

სხვა სტატიები