Belive

ატლეტიკო ადასტურებს - ფელიქსმა ტრავმა მიიღო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა ფეხბურთელი ჟოაო ფელიქსი სეზონის განახლებას გამოტოვებს. 20 წლის პორტუგალიელმა შემტევმა ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა. დიეგო სიმეონეს გუნდის ოფიციალურ განცხადებაში არაფერი წერია იმის შესახებ, თუ როდის დაუბრუნდება ფელიქსი მოედანს. ამის მიუხედავად, ესპანური მედია ვარაუდობს, რომ ჟოაოს, დაახლოებით, 3 კვირა გაუცდება. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მთავრობამ ქვეყნის ორ საფეხბურთო ჩემპიონატს - ლა ლიგასა და ლა ლიგა 2-ს სეზონის განახლების უფლება მისცა. ლა ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ დარჩენილი ტურების ჩატარება უკვე 11 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.  

სხვა სტატიები