Belive

ატლეტიკო ბარსელონას სასამართლოში უჩივლებს?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ორწლიანი სატრანსფერო საგა დასრულდა - ანტუან გრიზმანი მომდევნო 5 წლის განმავლობაში "ბარსელონაში" ითამაშებს. აღნიშნული ტრანსფერის შემდეგ, მადრიდის "ატლეტიკომ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც გუნდი დარღვევებზე საუბრობს. "ფეხბურთელის აგენტმა კონტრაქტის გასაწყვეტად 120 მილიონი ევრო გადაიხადა, "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის შეთანხმება პირველ ივლისამდე შედგა. ამ დროს ანტუანის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონს შეადგენდა. "ატლეტიკო" სასამართლო გარჩევის შესაძლებლობას განიხილავს," - ნათქვამია მადრიდელთა განცხადებაში.

სხვა სტატიები