Belive

ატლეტიკო დიდი ტრანსფერის მოლოდინში - მანჩესტერ სიტი 90 მილიონს იხდის 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" მცველმა ხოსე მარია ხიმენესმა შესაძლოა გუნდი დატოვოს და კარიერა ინგლისში გააგრძელოს. როგორც AS იტყობინება, ესპანურმა კლუბმა შეთავაზება "მანჩესტერ სიტისგან" მიიღო, თანაც საკმაოდ სახარბიელო. "ქალაქელები" მზად არიან ურუგვაელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადონ, რასაც ბონუსის სახით 5 მილიონი უნდა დაემატოს. "როხიბლანკოს" 25 წლის ფეხბურთელთან განშორება არ სურს, თუმცა არც ასეთი სარფიანი წინადადების განიავებას აპირებს. ხიმენესს "მეზეწრეებთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროდაა შეფასებული. ხიმენესი "ატლეტიკოში" 2013 წელს გადაბარგდა და 191 შეხვედრაში 8 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები