Belive

ატლეტიკო გრიზმანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სულ ცოტა ხნის წინ "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ განაცხადა რომ ისინი "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობას ანტუან გრიზმანთან დაკავშირებით შეხვდნენ. ამასთან დაკავშირებით "ატლეტიკომ" რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: " 14 მაისს ანტუან გრიზმანმა გააფრთხილა მიგელ ანხელ ხილი (კლუბის აღმასრულებელი დირექტორი), დიეგო სიმეონე და ანდრე ბერტა იმასთან დაკავშირებით რომ სეზონის დასრულების შემდეგ იგი კლუბს დატოვებდა. რამდენიმე დღეში კლუბმა დაადგინა რომ გრიზმანი და "ბარსელონა" ტრანსფერზე "იუვენტუსთან" განმეორებითი მატჩის წინ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები კი თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყო.  ჩვენ ვადასტურებთ, რომ მიგელ ანხელ ხილი შეხვდა "ბარსელონას" აღმასრულებელ დირექტორს, ოსკარ გრაუს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, გრაუმ შეხვედრაზე ითხოვა გრიზმანში განახლებული სატრანსფერო ფასის გადახდა, რადგან 1 ივლისიდან გრიზმანის ფასი 120 მილიონი ევრო გახდა.  ჩვენი პასუხი უარყოფითი იყო, რადგან მივიჩნევთ რომ გრიზმანისა და "ბარსელონას" საქციელი შეურაცხყოფს ჩვენს კლუბსა და გულშემატკივრებს. დღესვე გრიზმანს, მის დასა და აგენტს და მის ადვოკატს ეცნობათ , რომ ფეხბურთელი საკონტრაქტო ვალდებულებების საფუძველზე მომავალ კვირას ბაზაზე უნდა გამოცხადდეს, და წინასასეზონო მომზადება სხვა ფეხბურთელებთან ერთად დაიწყოს. ამავდროულად, კლუბი გმობს ორივეს, განსაკუთრებით საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" საქციელს, რადგან მათ დაიწყეს მოლაპარაკება ისეთ პერიოდში, როდესაც კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" ლა ლიგაში კი "ბარსელონასთან" იბრძოდა ტიტულისთვის, მიგვაჩნია რომ ეს ყოველივე არღვევს განსაზღვრულ წესებს და აზიანებს როგორც კლუბს ისე მის მილიონობით გულშემატკივარს"

სხვა სტატიები