Belive

ატლეტიკო იუვენტუსის შემტევს უმიზნებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკო" "იუვენტუსის" არგენტინელი შემტევით ინტერესდება.  გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელებს "იუვენტუსის" არგენტინელი შემტევის, პაულო დიბალას შეძენა სურთ. ესპანური კლუბი აღნიშნულ ტრანსფერში ალვარო მორატას ჩართვას იმედოვნებს, რომელიც 2020-21 წლების სეზონში "იუვენტუსში" იჯარის წესით იმყოფება. TNT Sports- ის ინფორმაციით, "ატლეტიკო" მზადაა პაულო დიბალას სანაცვლოდ ტურინულ გრანდს ალვარო მორატა და 35 მილიონი ევრო შესთავაზოს. ტრანსფერი სავსებით რეალურია, რადგან დიბალათი თავად მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონეა დაინტერესებული. ამავდროულად, არგენტინელ შემტევს გარკვეული პრობლემები აქვს ტურინულ გუნდთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის ივნისში იწურება. არგენტინელი შემტევი "იუვენტუსს" 2015 წელს შეუერთდა პალერმოდან, მიმდინარე სეზონში დიბალამ გუნდის მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო. Transfermarkt-ის ინფორმაციით 27 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები