Belive

1/8 ფინალური მატჩები: მოთამაშეები, რომლებიც საკუთარ კლუბს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 18 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე, სტარტს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩები აიღებს. დღევანდელი დაპირისპირებები კი ასეთია: "ატლეტიკო" - "ლივერპული"; "დორტმუნდი" - "პსჟ". 1/8 ფინალურ მატჩებში საკუთარ კლუბებს ტრავმის გამო შემდეგი მოთამაშეები დააკლდებიან: მადრიდის "ატლეტიკო" - ჟოაო ფელიქსი, კიერან ტრიპიერი, ჰექტორ ჰერერა, დიეგო კოშტა (ჯერ გადაწყვეტილი არ არის). "ლივერპული" - ჯერდან შაჩირი. "დორტმუნდი" - ტომას დელანი, მარკო როისი, ჯულიან ბრანდტი. "პსჟ" - აბდუ დიალო, კოლინ დაგბა, ლეანდრო პარედესი.    

სხვა სტატიები