Belive

ატლეტიკო მესისთვის მეორეა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბარსელონამ" "ატლეტიკოსთან" - 2:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. მატჩის 51-ე წუთზე "როხიბლანკოს" კარში გოლის გატანა ლიონელ მესიმ მოახერხა. საინტერესოა, რომ 32 წლის ფეხბურთელმა "მეზეწრეებს" კარიერაში 31-ედ გაუტანა. ამაზე მეტი გოლი მადრიდული კლუბისთვის ისტორიაში არავის გაუტანია. მესის კრიშტიანუ რონალდუ (25) და ტელმო სარა (23) მოჰყვებიან. ოქროს ბურთის 6-გზის გამარჯვებულისთვის "ატლეტიკო" კარიერაში მეორე ყველაზე საყვარელი მეტოქეა, უფრო მეტი გოლი მას მხოლოდ "სევილიასთვის" (37) აქვს გატანილი.

სხვა სტატიები