Belive

ატლეტიკომ ლევერკუზენთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდში გამართულ შეხვედრაში “ატლეტიკომ” “ლევერკუზენი” ვერ დაამარცხა და ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა. ესპანელები 5 ქულით მესამე ადგილზე არიან და უკვე ოფიციალურად ჯგუფშიც ჩარჩნენ.

იმისათვის, რომ დიეგო სიმეონეს ფეხბურთელებს 1/8 ფინალში თამაშის შანსი შეენარჩუნებინათ "ლევერკუზენი" უნდა დაემარცხებინათ. მატჩის ფინალი საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა. მაშინ, როცა ანგარიში 2:2 იყო, 95-ე წუთზე "ლევერკუზენის" კარში პენალტი დაინიშნა, რომლის შესასრულებლადაც იანიკ კარასკო მივიდა. თითქოს მოვლენები მადრიდელთა საკეთილდღეოდ ვითარდებოდა, მაგრამ "ლევერკუზენს" მხსნელად ჰრადეცკი მოევლინა და მეკარემ თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მიუხედავად "ატლეტიკოს" მცდელობებისა, მათ ეს შეხვედრა ვერ მოიგეს და მატჩი 2:2 დასრულდა.

როგორც ზემოთ ვახსენე მადრიდელები ამ ფრით ჯგუფში ჩარჩნენ და მათ არც ევროპა ლიგაზე თამაში აქვთ გარანტირებული. მეოთხე ადგილზე 4 ქულით "ლევერკუზენია", რომლებიც შემდეგ შეხვედრაში უმოტივაციო "ბრიუგეს" შეხვდებიან. იმ შემთხვევაში თუ, გერმანელები ბელგიელებს დაამარცხებენ და "ატლეტიკო" "პორტუს" ვერ მოუგებს, დედაქალაქური კლუბი ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს და ვერც ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.

მომავალი ტურში B ჯგუფის შეხვედრები თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები