Belive

ატლეტიკომ პორტოდან პირველი შენაძენი გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკომ" "პორტოს" კაპიტანი შეიძინა. 30 წლის ფელიპე მადრიდში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ის "პორტოს" შემადგენლობაში 2016 წელს "კორინთეასიდან" ჩაირიცხა. ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა დიეგო გოდინი უნდა შეცვალოს.
"ეს 3 წელი, რაც პორტოში გავატარე, არასოდეს დამავიწყდება. ეს იყო დიდი ოჯახი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, მწვრთნელებს, გუნდის წევრებს, ფეხბურთელებს, პრეზიდენტს და რა თქმა უნდა გულშემატკივარს. ეს არის გუნდი, სადაც ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად. სწორედ აქ თამაშის დროს გამომიძახეს ეროვნულ ნაკრებში. ძალიან ემოციურია აქაურობის დატოვება" - განაცხადა ფელიპემ.
30 წლის ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა "პორტოს" მაისურით 142 თამაში ჩაატარა და 11 ბურთის გატანა შეძლო.  

სხვა სტატიები