Belive

ატლეტიკომ ქულები ისევ დაკარგა | ბრიუგე პირველ ადგილს ინარჩუნებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდში გამართულ შეხვედრაში "ატლეტიკომ" "ბრიუგე" ვერ დაამარცხა და ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა. ესპანელები 4 ქულით მესამე ადგილზე არიან და ჯგუფში ჩარჩენის ერთ-ერთი პრეტენდენტები არიან.

10 კაცით დარჩენილ "ბრიუგეს" მხსნელად მინოლე მოევლინა, რომელმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ბურთი მოიგერია.

ბელგიურმა კლუბმა მოპოვებული ერთი ქულით ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში ითამაშებს.

რაც შეეხება, "ატლეტიკოს" მათი მდგომარეობა ძალიან რთულია. დიეგო სიმეონეს გუნდი მოედანზე კარგად გამოიყურებოდა და მომენტებსაც ქმნიდა, თუმცა, გოლის გატანა ვერ შეძლო.

შემდეგი შეხვედრა მადრიდელებს კვლავ სახლში მოუწევთ, ამჯერად ისინი "ლევერკუზენს" დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები