Belive

ატლეტიკოს პრეზიდენტი: "მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი გვყავს, დიეგოს სამუდამო კონტრაქტს გავუფორმებდი"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მოქმედ ჩემპიონ "ლივერპულთან" გამარჯვების (1:0; 3:2, ორი მატჩის ჯამში - 4:2) შემდეგ, მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერეზომ გუნდის მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონე შესახებ ისაუბრა. "სიმეონე "ატლეტიკოს" ისტორიაში სამ ყველაზე დიდებულ ფიგურას შორისაა. ვიცოდით, რომ "ლივერპულის" დამარცხებას მოვახერხებდით, რადგან შესანიშნავ გუნდთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გვყავს, რომელსაც უკვე წლებია ვენდობით. დიეგოსთან სამუდამო კონტრაქტს სიამოვნებით გავაფორმებდი",-თქვა სერეზომ. ესპანეთის ჩემპიონატში "მეზეწრეები" 45 ქულით მეექვსე ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები