Belive

ატლეტიკოს პრეზიდენტი რონალდუს: "5 ჩემპიონთა ლიგა არ მოგიგია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
20 თებერვალს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ატლეტიკომ" შინ "იუვენტუსი" მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მონენტში ტურინელთა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ "ატლეტიკოს" ფანებისგან შეურაცხყოფა მიიღო, რის შემდეგაც მათ მოგებული ჩემპიონთა ლიგის რაოდენობა შეახსენა. "თქვენ ლიგის ტიტული არ გაქვთ, მე კი - 5," - განაცხადა კრიშტიანუმ მატჩის შემდეგ. "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე კარეზომ რონალდუს სიტყვებს უპასუხა: "შენ არა 5, არამედ 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგე. დარჩენილ 2 ფინალში შენ "ატლეტიკოსთან" ნამდვილად არ გაგიმარჯვებია."

სხვა სტატიები