Belive

ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სპორტიდან მოკვეთეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
FIFA-ს გადაწყვეტილებით, ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, კერამუდინ კერამი, სპორტიდან სამუდამოდ მოკვეთილია. ერამუდინ კერამს ავღანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრების წინააღმდეგ სექსუალური შევიწროება ედებოდა ბრალად. ბრალდების დამტკიცების შემდეგ, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) მას ფეხბურთში საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა. ამას გარდა, ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ჯარიმის სახით 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოუწევს, რაც თითქმის 1 მილიონ დოლარს უტოლდება.
Khalida-Popal

სხვა სტატიები