Belive

ავთანდილ ასათიანი: "ორი მატჩი ქართული ხასიათის დამსახურებით შემოვატრიალეთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრებმა ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრები - 2:1 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა ზედიზედ ორი შეხვედრის მოგება შეაფასა და უშუალოდ ბოსნიასთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
"ორი თამაში შემოვატრიალეთ და ეს ქართული ხასიათის დამსახურებაა. ყოველთვის გვჯერა, რომ ნებისმიერი თამაშის გადარჩენაა შესაძლებელი. ამხანაგური თამაშები ზუსტად ამისთვის არის საჭირო. რუმინეთთან ზუსტად იგივე სურათი იყო, როდესაც 0:3-დან შევძელით თამაშის შემოტრიალება. ეს კიდევ უფრო დიდ რწმენას გაძლევს, რომ შეგიძლია თამაშის გადარჩენა, რა ანგარიშითაც არ უნდა აგებდე ელისანდრო ძალიან დაგვაკლდა. ჩანდა, რომ მასზე დიდი აქცენტი ჰქონდათ გადატანილი. ძალიან სწრაფად მიიღო ტრავმა. ისეთი დონის ფორვარდია, დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას აუცილებლად იტყოდა. მისი გასვლის შემდეგ, სხვა სქემაზე გადავეწყვეთ და ამან გაამართლა. ძალიან კარგია, რომ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული გუნდი არ ვართ. ელისანდროს მდგომარეობის შესახებ მეტი ექიმებთან საუბრის შემდეგ გვეცოდინება. აქამდე მთელი კონცენტრაცია ბოსნია-ჰერცეგოვინაზე გვქონდა. ხვალიდან, როგორც კი ეს ემოციები ჩაცხრება, შევუდგებით ესპანეთთან მატჩისთვის მზადებას", - თქვა ავთანდილ ასათიანმა, რომლის სიტყვებსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ციტირებს.
ჯგუფის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ, 29 იანვარს გამართავს.  

სხვა სტატიები