Belive

ავთანდილ ასათიანმა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსაური ავრცელებს და წერს, რომ ავთანდილ ასათიანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2023 წლის ბოლომდე დაიკავებს. ავთანდილ ასათიანთან ერთად საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა. საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებში ისტორიულ შედეგს მიაღწია და ევროპის საუკეთესო რვა ნაკრებს შორის მოხვდა. ავთანდილ ასათიანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2008-2009, 2012-2013 წლებში იკავებდა. 2016 წლის აპრილიდან კი, უწყვეტად მუშაობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. ავთანდილ ასათიანის ასისტენტები კვლავ არჩილ ბოკერია და ბესო არველაძე იქნებიან.

სხვა სტატიები