Belive

აზარი: "ჩელსიმ უკვე იცის ჩემი გადაწყვეტილების შესახებ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ჩელსის" ლიდერმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ გუნდმა მისი გადაწყვეტილება უკვე იცის. მისი თქმით, 2 კვირის წინ გუნდს შეატყობინა, რომ წასვლას აპირებდა.
"დიახ, 2 კვირის წინ მივიღე გადაწყვეტილება. რაც შეეხება მომავალს, ჩვენ ჯერ წინ ფინალი გვაქვს სათამაშო. ამის შემდეგ ყველაფერს გაიგებთ. როდესაც მოედანზე ვარ, ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. პირველ რიგში კლუბის ინტერესია და შემდეგ ჩემი. ამიტომაც ფინალის შემდეგ გადაწყდება ყველაფერი" - განაცხადა აზარმა.
ედენ აზარი "ჩელსიში" 2012 წლიდან თამაშობს. არისტოკრატების მაისური 351-ჯერ მოირგო და 108 ბურთი გაიტანა. აზარის შესახებ კომენტარი გუნდის მცველმა, დავიდ ლუისმაც გააკეთა. ბრაზილიელის თქმით, "ჩელსიმ" პატივისცემა უნდა გამოხატოს ბელგიელის მიმართ. გუნდი უნდა შეეგუოს, რომ ზაფხულში აზარი გუნდს დატოვებს.

სხვა სტატიები