აზარი “ჩელსის” არ დატოვებს

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა შემტევმა, ედენ აზარმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იგი “სტემფორდ ბრიჯის” დატოვებას არ აპირებს: “ამ მომენტისთვის ლონდონში თავს ბედნიერად ვგრძნობ და აქედან წასვლას არ ვაპირებ,” განაცხადა 27 წლის ფეხბურთელმა.

აზარის სხვა გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით საუბრები მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყო, როდესაც მან სენსაციური განცხადება გააკეთა: “ლონდონში 6 შესანიშნავი წელიწადი გავატარე და შესაძლოა რაიმე სიახლის დრო მოვიდა,” აღნიშნა მაშინ აზარმა.

კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ ხშირად მიდიოდა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ აზარი სათამაშოდ მადრიდში გადავიდოდა. აზარმა გავრცელებული ჭორები უარყო, თუმცა  “ლონდონთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ვნახოთ რა იქნება მომავალში.”

შეგახსენებთ რომ ამ მომენტისთვის ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია – გუნდებს ახალი ფეხბურთელების შეძენა არ შეუძლიათ, მაგრამ ფეხბურთელის გასხვისების უფლებით კვლავ სარგებლობენ.

(33)

აზარი “ჩელსის” არ დატოვებს

სტატიის ავტორი
-