Belive

აზარი: "ევროპა ლიგის მოგება ჩელსისთან გამომშვიდობებისთვის იდეალური მომენტი იქნება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი შემტევი, ედენ აზარი, გუნდის დასატოვებლად ემზადება. ბელგიელი მიიჩნევს, რომ გუნდიდან წასვლისთვის იდეალური მომენტი ევროპა ლიგის ტიტულის მოგება იქნება. "მთავარია, გუნდმა ტიტული მოიგოს. გავიტან გოლს თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია. ვფიქრობ, რომ ტიტულის აღება და გუნდის დატოვება იდეალური დამშვიდობების გზა იქნება. ჩვენ ფინალი გვაქვს სათამაშო და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია თუ სხვა ტურნირი - საჭიროა მხოლოდ გამარჯვება. ჩვენ ევროპული ტურნირი გვაქვს სათამაშო, თან პრინციპულ მეტოქესთან. პირველობის მოპოვება ნიშნავს ძალიან ბევრს როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის, მწვრთნელისთვის და გულშემატკივრებისთის," აღნიშნა აზარმა. ცნობილია, რომ აზარის შეძენით მადრიდის "რეალი" ინტერესდება და მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ევროპა ლიგის ფინალი ბაქოში, 29 მაისს, თბილისის დროით 23:00-ზე გაიმართება.  

სხვა სტატიები