Belive

აზარი: კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი მქონდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ედენ აზარი 2019 წელს "ჩელსიდან" მადრიდის "რეალში" 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ბელგიელმა ფეხბურთელმა პირველივე სეზონში მოახერხა ლა ლიგის ტიტულის მოგება, თუმცა მისი წვლილი იმდენად დიდი არ არის, რამდენსაც გულშემატკივრები ელოდებოდნენ. ამასთან დაკავშირებით ედენმა კომენტარი გააკეთა: "საერთო ჯამში სეზონი კარგი გამოვიდა, გუნდი ესპანეთის ჩემპიონი გახდა, რაც ძალიან სასიხარულოა, თუმცა ინდივიდუალურად ჩემთვის, განვლილი სეზონი ყველაზე ცუდი იყო ჩემს კარიერაში." შეგახსენებთ, რომ ედენ აზარმა მიმდინარე სეზონში რამდენჯერმე მიიღო ტრავმა და ბევრი მატჩის გამოტოვება მოუწია. ჯამში ბელგიელის ანგარიშზე 21 ჩატარებული შეხვედრა და 1 გოლია.

სხვა სტატიები