Belive

აზარი: "კურტუა ჩემს ვიდეოებს უყურებს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ბელგიამ შინ რუსეთი 3:1 დაამარცხა. შეხვედრის მე-16 წუთზე მასპინძელთა მეკარემ, ტიბო კურტუამ ბავშვური შეცდომა დაუშვა და მეტოქეს გოლი გაატანინა. ედენ აზარმა თანაგუნდელის შეცდომაზე სახალისო კომენტარი გააკეთა. "კურტუა ჩემი თამაშის ვიდეოებს ბევრჯერ უყურებს და ცდილობს, რომ ჩემი ქმედებების კოპირება მოედანზე გააკეთოს," - თქვა აზარმა.

სხვა სტატიები