აზარი ლა ლიგის პირველ ტურს გამოტოვებს

მადრიდის “რეალის” ახალწვეული, ედენ აზარი ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრას გამოტოვებს. 2019/20 წლების სეზონის გახსნით მატჩში “ბლანკოსი” “სელტას” წინააღმდეგ ბელგიელი ვარსკვლავის გარეშე იასპარეზებს.

ინფორმაციას აზარის ტრავმასთან დაკავშირებით, “რეალის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, აზარს კუნთის ტრავმა აწუხებს, რის გამოც იგი “სელტას” წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.

(83)

აზარი ლა ლიგის პირველ ტურს გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-