Belive

აზარი: "მინდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" შემტევმა, ედენ აზარმა საკუთარ მიზნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: "ჩემი ოცნებაა, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე. სწორედ ამ მიზნისკენ მივდივარ და უწყვეტ რეჟიმში ვვარჯიშობ. ეს ოცნება ჩემი სტიმული და მოტივაციაა," აღნიშნა აზარმა AS-თან საუბრისას. დიდი ალბათობით, ამ ზაფხულში ედენ აზარი გუნდს დატოვებს. მან თავადვე განაცხადა, რომ "ჩელსიმ" მისი გადაწყვეტილება უკვე იცის: “დიახ, 2 კვირის წინ მივიღე გადაწყვეტილება. რაც შეეხება მომავალს, ჩვენ ჯერ წინ ფინალი გვაქვს სათამაშო. ამის შემდეგ ყველაფერს გაიგებთ. როდესაც მოედანზე ვარ, ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. პირველ რიგში კლუბის ინტერესია და შემდეგ ჩემი. ამიტომაც ფინალის შემდეგ გადაწყდება ყველაფერი” – განაცხადა აზარმა. ბელგიელი შემტევის შეძენით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული - ესპანური მედია იტყობინება, რომ "რეალი" აზარის შესაძენად მზადაა, 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

სხვა სტატიები