Belive

აზარი: მხოლოდ მოგებაზე ვარ ორიენტირებული და არა მესი/რონალდოსთან შედარებაზე

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი შემტევი "ლივერპულთან" გატანილი შესანიშნავი გოლის შემდეგ ყურადღების ობიექტში მოექცა. ედენ აზარის თქმით, რონალდუსა და მესისთან შედარება მისთვის დიდი პატივია, თუმცა მისთვის გუნდური წარმატება უფრო მაღალ საფეხურზე დგას. "ჩელსის" მწვრთნელის, მაურისიო სარის განცხადებით, ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით აზარს 40 გოლზე მეტის გატანა შეუძლია. მისი თანაგუნდელის, როს ბარკლის განცხადებით, აზარი ამჟამად მესისა და რონალდუზე უფრო კარგი ფეხბურთელია. „სიმართლე გითხრათ, გოლების გატანა ჩემი მთავარი მიზანი არაა. მე მაქსიმალურად მეტი ტიტულის მოგება და ფეხბურთის თამაშით სიამოვნების მიღება მსურს," განაცხადა ბელგიელმა ფეხბურთელმა. აზარი "ჩელსიში" 2012/13 წლების სეზონიდან თამაშობს და ამ პერიოდში მან 307 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 95 გოლის გატანა და 77 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ბელგიელ ფეხბურთელს „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და სავარაუდოდ, ედენ აზარი ლონდონულ კლუბთან ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს.

სხვა სტატიები