აზარი ოპერაციას ამერიკაში გაიკეთებს

როგორც ცნობილია ედენ აზარს ტრავმა აღენიშნება, რის გამოც ბელგიელი გუნდს დიდი ხნით ჩამოშორდა.

“ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი მადრიდში არსებულ კლინიკას “სანიტასს” აღარ ენდობა და ოპერაციის გაკეთება ამერიკაში გადაწყვიტა.
მოგეხსენებათ “სამეფო კლუბის” ყველა ფეხბურთელი, საჭიროების შემთხვევაში, სწორედ ხსენებულ კლინიკაში გადის სარეაბილიტაციო კურსს.

ედენი ოპერაციას კლინიკა “ქეროლში” გაიკეთებს, სადაც მას მადრიდის “რეალის” მედიკოსები დააკვირდებიან. ბელგიელს, ამერიკაში კლუბის რამდენიმე ექიმი გაჰყვება.

ჯერჯერობით უცნობია ბელგიელის დაბრუნების ზუსტი თარიღი. ეს ყველაფერი მედიკოსების სწორ დაკვირვებაზე და მოქმედებაზეა დამოკიდებული. კლუბი იმდეოვნებს, რომ აზარი ლა ლიგის ბოლო ტურებში შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

(104)

აზარი ოპერაციას ამერიკაში გაიკეთებს

სტატიის ავტორი
-