Belive

აზარი: "რეალში პირველი სეზონი ცუდი გამოვიდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ედენ აზარისთვის მადრიდის "რეალში" პირველი სეზონი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც სურდა. როგორიც სურდათ კლუბის მმართველებს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს. გამუდმებულმა ტრავმებმა ბელგიელს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ მისცა და იგი ჯერაც ლურჯ ფორმასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე თეთრთან. ამ სეზონით არც თავად 28 წლის ფეხბურთელია, კმაყოფილი, ვინც Marca-სთან ინტერვიუში, უიღბლო დასაწყისზე საუბრობს.
"რეალში" ჩემი პირველი სეზონი ცუდი გამოდგა, მაგრამ ამით არაფერი სრულდება. ეს ადაპტაციის სეზონი იყო, რომელშიც კარგი გამიცდილება მივიღე, შედეგებზე კი მეორე წლიდან უნდა ვიფიქრო. აწი, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, კონტრაქტი კიდევ ოთხი წლით ძალაშია და ამ პერიოდში კარგ ფორმაში ვიქნები.
ვწუხვარ, რომ ევროპის ჩემპიონატი გადაიდო, თუმცა თუ იქამდე ტრავმის გარეშე მივალ, მოხარული ვიქნები. იქ თამაში ძალიან მინდა. გული მწყდება გულშემატკივრებზე, რომელთაც ყოველ ზაფხულში სანაკრებ ო ტურნირის ხილვა სურთ, თუმცა, ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ტრავმის შემდეგ, ცხადია, ფორმაში აღარ ვიქნები, მაგრამ სათამაშო ხარისხი არ უნდა დავკარგო",-თქვა ბელგიელმა.

სხვა სტატიები