Belive

აზარი: "რეალში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სანტიაგო ბერნაბეუზე" ედენ აზარის პრეზენტაცია გაიმართა - ბელგიელი ფეხბურთელის წარდგენას "რეალის" 50,000 გულშემატკივარი დაესწრო. "დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენს რიგებს ბრწყინვალე ფეხბურთელი შეემატა. "რეალის" ისტორიას მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები წერდნენ და ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დიდი ხანია ამ სიტყვების თქმა მსურდა - ედენ აზარი რეალის ფეხბურთელია და ითამაშებს იქ, სადაც მას უნდა ეთამაშა," აღნიშნა "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა. ტრიბუნაზე აზარის გამოჩენას გულშემატკივარის ოვაციები მოჰყვა. "ძალიან მიხარია რომ "რეალის" რიგებს შევუერთდი. მინდა, გუნთან ერთად ტიტულები მოვიგო. დღეს ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა, ყველას დიდ მადლობას ვუხდი," განაცხადა აზარმა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ნომერს მიანიჭებს აზარს გუნდი. ამ მომენტისთვის, თავისუფალი ნომერი “რეალში” 16-ია, თუმცა სავარაუდოდ, გუნდს ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, აზარს კი უკეთესი ნომრის არჩევის საშუალება ექნება. შეგახსენებთ, რომ ბელგიელის სანაცვლოდ “რეალმა” 100 მილიონი ევრო გადაიხადა.

ასევე იხილეთ: რეალის ფანები აზარის პრეზენტაციისას: “ჩვენ მბაპე გვინდა!”

სხვა სტატიები