Belive

აზარი შეუდარებელი იყო | მონატრებული პერფორმანსი ბელგიელისგან

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, მადრიდის "რეალმა" "სელტიკი" ანგარიშით 0:3 დაამარცხა. დამაჯერებელი გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შტრიხი ედენ აზარის დამაჯერებელი ასპარეზობა იყო.

ბელგიელმა ტრავმირებული ქარიმ ბენზემა შეცვალა, რომელიც "სელტიკის" ქომაგმა მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილა. მისი ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.

აზარი მოედანზე 30-ე წუთზე გამოვიდა და შესანიშნავ მონაგარს მოუყარა თავი.

  1. მიიღო საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა;
  2. საგოლე პასი მისცა მოდრიჩს;
  3. თავად გაიტანა 1 გოლი.

"ვთქვი და ვასრულებ: ვაპირებ რომ დავუბრუნდე ძველ ფორმას და ვითამაშო უფრო მეტი", - თქვა აზარმა თამაშის დასრულების შემდეგ.

ბელგიელი შემტევის შესახებ ტონი კროოსმაც ისაუბრა:

"აზარის სათამაშო კლასის შესახებ კითხვა არავის გასჩენია, მას უბრალოდ ტრავმები აწუხებს. დღეს იგი მოედანზე შემოვიდა და ყველაფერი კარგად შეასრულა. ვიმედოვნებ, რომ ასეც გააგრძელებს", - თქვა გერმანელმა.

იხილეთ მიმოხილვა

31 წლის მარცხენა ვინგერი "რეალმა" 2019 წელს, €115 მილიონის სანაცვლოდ, კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად შეიძინა. მუდმივი ტრავმების ფონზე, მისი პოტენციალის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ "რეალში" აზარს ფეხბურთი არც უთამაშია (69 შეხვედრა, 7 გოლი, 10 ასისტი). მადრიდულ გრანდში გადასვლის შემდეგ, ტრავმების გამო, მას უქმობა 480 დღის განმავლობაში მოუწია, რაც, ცხადია, მის სათამაშო ხარისხსა და შედეგიანობაზე პირდაპირ აისახა.

მიმდინარე სეზონში, "რეალმა" ოფიციალური ეგიდით, ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო (საშუალოდ 2.67 გოლი მატჩში). მომდევნო შეხვედრაში, მადრიდელები საშინაო მოედანზე "მალიორკას" უმასპინძლებენ.

ასევე იხილეთ: 36 წლის მოდრიჩი დაფრინავს | ხორვატის საუკეთესო მომენტები სელტიკთან | VIDEO

სხვა სტატიები