აზარი ტრავმირებულია – ბელგიელმა შესაძლოა კლასიკო გამოტოვოს 

მადრიდის “რეალმა” “პსჟ-ს” დამარცხება ისევ ვერ მოახერხა, ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ჩემპიონთა ლიგაში ქულები კვლავ დაკარგა.

ფრედ, 2:2 დასრულებულ შეხვედრაში “სამეფო კლუბისთვის” კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. მატჩის 68-ე წუთზე მოედნის იძულებით დატოვება გუნდის ახალწვეულ ედენ აზარს მოუწია. ბელგიის ნაკრების ლიდერმა ბოლომდე თამაში ფეხის ტერფის ტრავმის გამო ვერ მოახერხა და მოედანი სამედიცინო შტაბის წევრების დახმარებით დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხანი გაუცდება 28 წლის შემტევს, თუმცა მსგავსი ტრავმის შემთხვევაში ფეხბურთელებს სულ მცირე 2 კვირა სრულყოფილი დატვირთვით ვარჯიშის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ზინედინ ზინდანმა არც ის გამორიცხა, რომ 18 დეკემბერს, ლა ლიგის ეგიდით გასამართ ელ კლასიკოში აზარმა მონაწილეობა ვერ მიიღოს.

აზარიბლანკოსებმა” მიმდინარე წლის ზაფხულში, “ჩელსიდან” 100 მილიონ ევროდ შეიძინეს და მას კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად მოიაზრებენ, თუმცა ბელგიელმა 13 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

(21)

აზარი ტრავმირებულია – ბელგიელმა შესაძლოა კლასიკო გამოტოვოს 

სტატიის ავტორი
-