“სანტიაგო ბერნაბეუზე” ბელგიელი ვარსკვლავის, ედენ აზარის პრეზენტაცია გაიმართა. საინტერესო ფაქტია, რომ ზუსტად ამ პერიოდში, გარეთ ბეილი აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც გოლფში აშშ-ის ღია პირველობას ესწრებოდა.
გასულ თვეში, გარეთ ბეილმა ფეხბურთთან დაკავშირებით ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს რობოტებივით უწევთ ცხოვრება. “გაცილებით უკეთესი რეჟიმი აქვთ გოლფის მოთამაშეებს,” განაცხადა მაშინ ბეილმა.
აღნიშნული სიტყვების გამო, ბეილი გულშემატკივრებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. როგორც ჩანს, ბეილს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან დღეს Twitter-ზე პოსტი და ფოტო გამოაქვეყნა: “ველოდები აშშ-ის ღია პირველობა. პებლზე საოცარი გოლფის მოედანია,” აღნიშნა ბეილმა.
Looking forward to watching the US Open this week. Pebble is an amazing course, as long as you drive it well. Cheering for all the #TeamTaylorMade guys this week, especially @djohnsonpga. #usopen pic.twitter.com/9ZEQ0MW09B
— Gareth Bale (@GarethBale11) June 13, 2019