აზარის სათამაშო ნომერი რეალში ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ მადრიდის “რეალის” ახალწვეულის, ედენ აზარის სათამაშო ნომერი გახდა ცნობილი – ბელგიელი ფეხბურთელი “ბლანკოსში” 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

აზარის სათამაშო ნომერი რეალში ცნობილია 1

კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ, აღნიშნული ნომერი 1 სეზონით მარიანო დიასს ჰქონდა გადაბარებული.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი “რეალში” 7-ნომრიან მაისურს 2010-დან 2018 წლამდე ირგებდა, მანამდე კი მას რაული ატარებდა.

 

(1600)

აზარის სათამაშო ნომერი რეალში ცნობილია

სტატიის ავტორი
-