Belive

აზარის უმცროსმა ძმამ ჩელსი ოფიციალურად დატოვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ედენ აზარის უმცროსი ძმა, კილიან აზარი, ლონდონის "ჩელსის" ტოვებს. იგი "სტემფორდ ბრიჯზე" 2017 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა. ოფიციალური ინფორმაციით, კილიან აზარი კარიერას ბელგიურ "სერკლ ბრიუგეში" გააგრძელებს, სადაც იგი მიმდინარე სეზონში განათხოვრებული იყო. გაცილებით წარმატებული კარიერა აქვს ედენ აზარის უცროს ძმას, ტორგან აზარს, რომელიც "მიუნხენგლადბახის" წევრია და დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში "დორტმუნდის ბორუსიაში" ითამაშებს - ტორგან აზარის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები