აზარმა ლა ლიგა მოიგო – ჩელსი სოლიდურ ბონუსს მიიღებს

ლა ლიგის 37-ე ტურში “რეალ მადრიდმა” “ვილიარეალი” 2:1 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონი 34-ედ გახდა.

ზინედინ ზიდანის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო ედენ აზარი, რომელმაც “რეალში” გატარებულ სადებიუტო სეზონში ლა ლიგის ტიტული იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი “ბლანკოსს” გასულ ზაფხულს 100 მილიონ ევროდ შეუერთდა.

ტრანსფერში არსებული შეთანხმების მიხედვით, ედენის მიერ ლა ლიგის მოგების სანაცვლოდ “ჩელსი” ბონუსს მიიღებს. კონკრეტულად, ლონდონელთა ბიუჯეტი 18 მილიონი ევროთი შეივსება ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულის გამო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე “რეალის” გასვლისთვის ინგლისელები დამატებით 14 მილიონით დასაჩუქრდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას Sports Ration-ი ავრცელებს.

 

(73)

აზარმა ლა ლიგა მოიგო – ჩელსი სოლიდურ ბონუსს მიიღებს

სტატიის ავტორი
-